მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პატარა წიგნი აუქციონზე გაიყიდა

182

მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პატარა წიგნი ბრიუსელში გამართულ აუქციონზე 3500 ევროდ გაიყიდა. ლოცვანი, რომელსაც ტყავის ბუდე აკრავს 5X5 მილიმეტრია და მისი ესტიმეიტი 1000–1500 ევრი იყო. თუმცა, ანონიმურმა მყიდველმა ვაჭრობისას ორჯერ მეტი გადაიხადა.

წიგნში ლოცვა “მამაო ჩვენო” შვიდ ენაზეა წარმოდგენილი: ჰოლანდიურად, ინგლისურად, ამერიკულ ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად, შვედურად და გერმანულად.

“დაბეჭდილი ტექსტი იმდენად მცირე ზომისაა, რომ შეუიარაღებელი თვალით მისი წაკითხვა შეუძლებელია. აუცილებელია გამადიდებელი შუშა”, – აცხადებს ექსპერტი ანრი გოდტი.