საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი მონაწილე მეოთხე ადგილზე გავიდა

118

რიგით მე-19-ე საბავშვო ევროვიზია პარიზში გაიმართა. მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას 19 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იღებდა საიდანაც მთავარი ადგილი სომხეთის წარმომადგენელს მალენას შეხვდა, სიმღერით Qami Qami.

აღსანიშნავია, რომ სომხეთი პირველი ადგილის მფლობელი უკვე მეორედ გახდა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელ ნიკო ქაჯაიას, მან 163 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა. ნიკომ წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა, Let’s Count The Smiles, შეასრულა. როგორც იცით საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ სამჯერ გაიმარჯვა.

პირველი გამარჯვება ჯგუფმა „ბზიკები” 2008 წელს მოიპოვა, 2011 წელს ტიტული ჯგუფმა “ქენდი” მიიღო, ხოლო 2016 წელს მალტაზე გამართული კონკურსი მარიამ მამადაშვილმა მოიგო.