დათო ბორჩხაძის ფილმმა “მეზობელი” ლოს ანჯელესშიც გაიმარჯვა

193

38 წლის ქართველი რეჟისორის, დათო ბორჩხაძის ახალი ნამუშევარი “მეზობელი“ საზღვარგარეთ არაერთ ნომინაციაში გამარჯვებულია. ერთ-ერთი ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალია. ამჯერად ფილმმა Super Shorts International Film Festival Los Angeles-ზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ დათო პროფესიით რეკლამის რეჟისორია და „მეზობელი“ მის კარიერაში მეორე ფილმია, რომელზეც უმუშავია. პირველად მან 2010 წელს ფილმი “სეზონი“ გადაიღო.