ბილი აილიში: ვაქცინის გარეშე დავიღუპებოდი

317

მომღერალმა ბილი აილიშმა ჟურნალისტებთან კორონავირუსით დაავადების შესახებ ისაუბრა. მუსიკოსის განცხადებით, ის კოვიდით 2021 წლის აგვისტოში დაავადდა. მიუხედავად იმისა, რომ აილიში თავს საშინლად გრძნობდა, შესაძლოა ყველაფერი ბევრად უარესად დასრულებულიყო.

“მგონია, თუ აცრილი არ ვიქნებოდი, დავიღუპებოდი. ვაქცინა შესანიშნავი რამაა. მისი წყალობით ჩემი მშობლები, ძმა და მეგობრები არ დაავადდნენ”, – განაცხადა მომღერალმა.