კანიე უესტი კაპიტალიზმს აკრიტიკებს

168

რეპერმა კანიე უესტმა მხატვარ ტინო სეგალთან ინტერვიუში საკუთარი დაკრძალვის რეპეტიციაზე, ხალხთაშორის ურთიერთობებზე და კაპიტალიზმზე ისაუბრა.

მუსიკოსის განცხადებით, კაპიტალიზმი ადამიანებს კლავს.

“ერთ წელიწადში უსახლკარო ვიქნები. ვაპირებ ჩემი სახლები ეკლესიებად ვაქციო. გაკეთდება თავშესაფარი და ეს იქნება ადგილი, სადაც მოსვლა ნებისმიერს შეეძლება. ეს მხატვრების კომუნის მსგავსი რამ იქნება”, – აცხადებს უესტი.

რეპერმა ასევე პერფორმანსზე The Funeral Rehearsal of Kanye West ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც უფრო ნაკლები იქნება თავად, მით მეტი სივრცე იქნება ღმერთისთვის.

“არ მინდა, რომ ვინმეს ძალიან ვუყვარდე, რადგანაც შესაძლოა უკიდეგანო სიყვარულის ხაფანგში მოვექცე. ამის შემდეგ ვალდებული ვიქნები მათ წინაშე, ვინც შემიყვარა და ვერასოდეს გავხდები ადამიანი, რომლის ნახვასაც ისინი ელიან. მინდა მქონდეს იმის თავისუფლება, რომ აუდიტორიის წინაშე ცუდად წავრსდგე”, – აცხადებს კანიე უესტი.