„სარა ბარა ბზია ბზოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ” – სპექტაკლი 17 დეკემბერს გაიმართება

289

17 დეკემბერს 18:00 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლი „სარა ბარა ბზია ბზოიტ ანუ მე შენ მიყვარხარ” დაიდგმება.

თეატრის ოფიციალურ facebookგვერდზე ვკითხულობთ, რომ სპექტაკლი, დიმიტრი ხვთისიაშვილმა სიყვარულს, მეგობრობას, მიმტევებლობას, ორი ერის შორის დაპირისპირების დაძლევას მიუძღვნა. მართალია, სპექტაკლის თემა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ასახავს, მაგრამ სპექტაკლი მთლიანობაში  საქართველოს გამთლიანების იდეას გამოხატავს.  პრობლემის გადაწყვეტას კი რეჟისორი ახალგაზრდა თაობის მონაწილეობით ხედავს.