„ბალადა სიყვარულზე“ – ანსამბლი „რუსთავი“ 17-18 დეკემებრს კონცერტს გამართავს

169

ანსამბლ „რუსთავის“ საარქივო მასალებიდან მოძიებულ სიმღერებსა და ცეკვებზე დაყრდნობით შეიქმნა ახალი პროგრამა სახელწოდებით – „ბალადა სიყვარულზე“.

პროგრამაში გამოყენებულია საქართველოს თითქმის ყველა კუთხის როგორც სიმღერები, ასევე ცეკვები, თემატურად ჟანრების მრავალფეროვნებით.

პროექტში ასევე ჟღერს ანზორ ერქომაიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილისა და ზურაბ კირვალიძის ნაწარმოებები.

საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.