გურამ გვასალია Vetements-ის კრეატიული დირექტორი გახდა

210

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა რომ დემნა გვასალიას ძმა გურამი Vetements-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა. გვასალია Vetements-ის თანადამფუძნებელია. გურამ და დემნა გვასალიებმა ის 2014 წელს დააარსეს.

დაარსების დღიდან გურამ გვასალია ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო დემნა გვასალია კრეატიული დირექტორი. დემნა გვასალიამ Vetements 2019 წელს დატოვა და ახლა WWD-ის ცნობით ეს ადგილი მისმა ძმამ დაიკავა.