ტრევის სკოტი 2022 წლის კოაჩელას ფესტივალიდან მოხსნეს

233

როგორც იცით კოაჩელა წლის ერთ-ერთი საუკეთესო სამდღიანი მუსიკის და ხელოვნების ფესტივალია, რომელიც 1999 წლიდან დღემდე ყოველ წელს, ინდიოში, კოაჩელას ველზე, კოლორადოს უდაბნოში ტარდება. ფესტივალზე ყოველ წელს ბევრი ცნობილი ადამიანი როგორც მაყურებელი ისე ისწრება.

ამერიკელი რეპერი, ტრევის სკოტი, 2022 წლის კოაჩელას ფესტივალზე აღარ იმღერებს. ფესტივალის მასპინძელი ლოკაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ჯიმ კერტისმა, დაადასტურა, რომ ღონისძიებაზე შემსრულებელთა სია ნამდვილად შეიცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ტრევის სკოტის ფესტივალიდან მოხსნის მოთხოვნით შექმნილ ონლაინ პეტიციას 60 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციის შემქმნელების მოთხოვნის საფუძველი ნოემბრის თვეში მომხდარი ტრაგედია იყო, როცა სკოტის Astroworld-ის ფესტივალზე ჭყლეტას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით დამსწრე კი დაშავდა. პეტიციის ავტორები აცხადებდნენ, რომ სკოტმა “ადამიანის სიცოცხლის მიმართ უხეში გულგრილობა” გამოიჩინა. ცოტა ხნის წინ ამერიკელი მუსიკოსი მედიასთან საუბარში პირველად შეეხო მომხდარ ტრაგედიას. ერთსაათიან ინტერვიუში სკოტმა უსაფრთხოების ზომების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს “პროფესიონალების” პასუხისმგებლობაა და არა შემსრულებლების. ამასთან, მან განაცხადა, რომ მომხდარის ძირეულად გამოძიება სურს, რათა სამომავლოდ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. რაც შეეხება კოაჩელას, ის 2022 წლის აპრილში ტრადიციულად 3 დღით გაიმართება.