„ბაია გალერეა“ ელენე ახვლედიანსა და მისი ეპოქის მხატვრებს უმასპინძლებს

347

დიდებული ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ელენე ახვლედიანის გამოფენას – სახელწოდებით „ელენე ახვლედიანი და მისი ეპოქა“ – 17 დეკემბრიდან „ბაია გალერეა“ უმასპინძლებს. „ბაია გალერეამ“ პროექტი 2019 წელს წამოიწყო. „მხატვარი და მისი ეპოქა“ ითვალისწინებს ერთი მხატვრის შემოქმედებაზე დაყრდნობით, მისი მოღვაწეობის დროს მიმდინარე პროცესების წარმოჩენას.

ამჯერად, კარგად გამოჩნდება თუ რა ხდებოდა მე-20-ე საუკუნეში, საქართველოში, როდესაც ელენე ახვლედიანი მოღვაწეობდა. გაგახარებთ და გეტყვით, რომ გარდა ელენე ახვლედიანისა, გამოფენაზე ისეთი მხატვრების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი როგორიცაა: პეტრე ბლიოტკინი, გიგო გაბაშვილი, ლადო გუდიაშვილი, ფელიქს ვარლამიშვილი, კირილე ზდანევიჩი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, ქეთევან მაღალაშვილი, პეტრე ოცხელი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ გამოფენა 17 დეკემბრიდან 25 იანვრის ჩათვლით, „ბაია გალერეა”-ში გაიმართება.

No description available.
No description available.
No description available.
No description available.