კინოცენტრი 2022 წლის პროექტების დაფინანსების შესახებ განცხადებას ავრცელებს

190

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 2022 წლის კინოპროექტებისა და კინოფესტივალების დაფინანსების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„კინოსთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსება ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კინოცენტრი მხარში უდგას საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ ყველა იმ შემეცნებით თუ საგანმანათლებლო წამოწყებას, რომელიც კინოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს – იქნება ეს გამოფენები თუ შემოქმედებითი საღამოები, კინოსთან დაკავშირებული კვლევები თუ მასტერკლასები, რეტროსპექტივები, კინოლიტერატურის გამოცემა თუ საერთაშორისო კინოფესტივალების ჩატარება.

2022 წლისთვის კინოხელოვნების პოპულარიზაციის დეპარტამენტი იღებს განაცხადებს შემდეგი მიმართულებების დაფინანსებაზე:

2022 წლის კინოპროექტების (წარმოების გარდა) თანადაფინანსება;

2022 წლის საერთაშორისო კინოფესტივალების დაფინანსება.

კონკურსებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შესაბამის ბმულებს“, – წერს ეროვნული კინოცენტრი.