„საბავშვო ევროვიზია 2021“ – ნიკო ქაჯაიამ პირველი რეპეტიცია გაიარა

313

როგორც იცით, წელს „საბავშვო ევროვიზიაზე“ საქართველოს 10 წლის მომღერალი ნიკო ქაჯაია წარადგენს. კონკურსი პარიზში ტარდება და საქართველოს დელეგაცია უკვე ადგილზე იმყოფება. ქართველმა კონკურსანტმა პირველი რეპეტიცია გაიარა. ფართო აუდიტორია კი მას 19 დეკემბერს მოუსმენს.

ცნობილია, რომ ნიკო მე-2 ნომრად წარდგება. კონკურსს გერმანიის წარმომადგენელი გახსნის, ბოლო მონაწილე კი პორტუგალია იქნება. რაც შეეხება მასპინძელი ქვეყნის, პარიზის წარმომადგენელს ის მე-13 ნომრად გამოვა. მუსიკალური კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს. ფესტივალი საქართველოს დროით 19:00 საათზე დაიწყება.