ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე მე-2 ნომრად წარდგება

315

ქართველი კონკურსანტი ნიკო ქაჯაია „საბავშვო ევროვიზიაზე“ მე-2 ნომრად წარდგება. ის შეასრულებს სიმღერას – „დავაგროვოთ ღიმილები“. წელს ევროფესტივალზე სულ 19 ქვეყანა მონაწილეობს, კონკურსს კი პარიზი მასპინძლობს. ცნობისთვის, ხმის მიცემა https://junioreurovision.tv/ -ზე 17 დეკემბერს, 23:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. ხოლო, რაც შეეხება საბავშვო ევროვიზიის კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას, მას საქართველოს პირველი არხის ეთერში 19 დეკემბერს 19:00 საათზე ვიხილავთ.