კიმ კარდაშიანმა იურისტების გამოცდა მეოთხე ცდაზე ჩააბარა

274

უკვე ორი წელი გავიდა რაც რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ სწავლის დაწყება და ადოკატობა სურდა, კიმს სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად სპეციალური გამოცდა უნდა ჩაებარებინა, რომელშიც როგორც თავად აღნიშნა, სამწუხაროდ ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ ჩაიჭრა.

ახლა კი ვარსკვლავმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ იურისტების გამოცდა ჩააბარა: “ძალიან ვამაყობ იმ ადამიანით, რომელსაც სარკეში ვხედავ, ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუ როგორი რთული იყო ჩემი მოგზაურობა. Baby Bar-ის გამოცდაში ბოლო ორი წლის განმავლობაში სმაჯერ ჩავიჭერი, მაგრამ ფარხმალი არ დამიყრია და თითოეულ ჯერზე უფრო მეტი მონდომებით ვმეცადინეობდი.”