Netflix-სა და პატ მაკგრათს შორის კოლაბორაცია შედგა

270

სტრიმინგ-სერვისი Netflix და ლეგენდარული ვიზაჟისტი პატ მაკგრათი ერთობლივად ახალ პროექტზე მუშაობენ. პატ მაკგრათმა, Netflix-ის პოპულარული სერიალის Bridgerton შთაგონებით კოსმეტიკის ახალი კოლექცია შექმნა, რომელიც თვალის ჩრდილების და სახის პალეტებს აერთიანებს. გავრცელებული ცნობით, კოლექცია გაყიდვაში 26 დეკემბერს, Patmcgrath.com-ზე გამოვა. რაც შეეხება სერიალის მეორე სეზონის პრემიერას, ის 2022 წლის 21 იანვარს შედგება.