კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში ნინო სურგულაძე შეუერთდა

185

ცნობილი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე კამპანიას #იმოგზაურესაქართველოში შეუერთდა. სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორმინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ “ტაობუკის” საზეიმო გახსნის გალაკონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია.

„საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გიმასპინძლებენ გულითადად! გელით ყველას ჩემს სამშობლოში. რუსეთი ცდიილობს, როგორღაც უკვე მერამდენედ დააზიანოს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. მჯერა, რომ ახლაც გავიმარჯვებთ. გელით ყველას ჩემს სამშობლოში”, – აღნიშნა სურგულაძემ.

ფესტივალი ტაორმინას უძველეს და ულამაზეს ამფითეატრსა და სხვა ლოკაციებზე ყოველწლიურად ტარდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა. პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.