რომაული ქანდაკება აუქციონზე გაიყიდა

287

სააუქციონო სახლმა Sotheby’s ლონდონის ოფისში გამართული ვაჭრობის ფარგლებში რომაული მარმარილოს ქანდაკება გაყიდა. ჰამილტონის აფროდიტე 2–3– მილიონ ფუნტად იყო შეფასებული, თუმცა, 20 წუთიანი ვაჭრობის შემდეგ 18,6 მილიონ ფუნტად ის აზიელმა კლიენტმა შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ჰამილტონის აფროდიტე ანტონიუს მეორეს ბიუსტზე ძვირად გაიყიდა, რომელიც 2010 წელს მყიდველს 23,8 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ქანდაკება ჩვენი წელთაღრიცხვით I-II საუკუნეებით თარიღდება და ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის ძველბერძნული ქანდაკების ზუსტი ასლია.

აფროდიტე 1776 წელს ჰერცოგმა ჰამილტონმა იტალიაში ვიზიტის დროს იყიდა, ხოლო 1920 წელს ის რენდოლფ ჰერსტის საკუთრებაში მოხვდა.