“ჰარი პოტერის” პირველი გამოცემა აუქციონზე გაიყიდა

472

ჰარი პოტერის შესახებ წიგნის იშვიათი ეგზემპლარი აშშ–ში გამართულ აუქციონზე 471 ათას დოლარად გაიყიდა.

ჯოან როულინგის “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” 1997 წელს სულ 500 ეგზემპლარად გამოიცა. ახლა ამ ტირაჟის წიგნები კოლექციონერებს შორის ძალიან ძვირად ფასობს.

ლოტი თავდაპირველად 70 ათას დოლარად შეფასდა, თუმცა ვაჭრობის პროცესში მეოცე საუკუნის ლიტერატურული ნამუშევრის გაყიდვით შემოსული თანხის რეკორდი მოხსნა.