ნიდერლანდების ხელისუფლებას როტშილდების ოჯახისგან ნამუშევრის გამოსყიდვა სურს

233

რემბრანდტ ვან რეინის 1636 წლის ნამუშევარი “მედროშე” საუკუნეების განმავლობაში კერძო კოლექციონერებს ეკუთვნოდათ. ამჯერად, ჰოლანდიის პარლამენტის მხარდაჭერით, ხელისუფლება ბიუჯეტიდან 150 მილიონ ევროს ნამუშევრის გამოსასყიდად გამოჰყოფს.

“ტილო დაბრუნდება სახლში ასეულობით წლის მოგზაურობის შემდეგ”, – განაცხადა ნიდერლანდების კულტურის მინისტრმა ინგრიდ ვან ენგელსჰოვენმა.

გარდა ამისა, რემბრანდტის ასოციაცია მზადაა ხელისუფლებას 15 მილიონი ევრო “მედროშის” გამოსასყიდად გადასცეს. ასევე, დახმარებას 10 მილიონი ევროს ოდენობით ამსტერდამის სახელმწიფო მუზეუმი გაიღებს.

აღსანიშნავია, რომ 1844 წლიდან ტილო როტშილდების ოჯახს ეკუთვნის.