მწერალი Amazon-ს უჩივის

397

მწერალმა ჯონ ს.ბოლანდმა სასამართლოში ინტერნეტ–მაღაზია Amazon-ს მისი წიგნების ყალბი გამოცემების გაყიდვის გამო უჩივლა. საქმის მასალების თანახმად, წიგნების ფასი 144–ჯერ, ანუ 7 დოლარის ნაცვლად 1008 დოლარი იყო. გამყიდველის მტკიცებით, ისინი რამდენიმე საუკუნის წინაა დაწერილი.

როგორც თავად მწერალი განმარტავს, თაღლითებმა Amazon-ის გამოყენებით სქემა შექმნეს, რომლითაც მისი რვა წიგნი XIX, XVIII და XVII საუკუნის ნაშრომებად წარმოაჩინეს. ამგვარად, 15 დოლარის ღირებულების წიგნის სანაცვლოდ სამი სხვადასხვა გამყიდველი 907–987 დოლარს ითხოვნდნენ.

“როცა გამყიდველი ამბობს, რომ ამ წიგნის 1602 წლის გამოცემა აქვს, რომლის სანაცვლოდაც თითქმის 1000 დოლარს ითხოვს, ის ცილს მწამებს. გამოდის, რომ წიგნი ჩემამდე არსებობდა, ანუ მე პლაგიატით ვარ დაკავებული”, – აცხადებს ბოლანდი.