ბუკინგემის სასახლეს თაგვები შეესივნენ

355

ბუკინგემის სასახლეს თაგვები შეესივნენ. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. გამოცემის ცნობით თაგვი სასახლის სამზარეულოშიც იპოვეს, სადაც სამეფო ოჯახისთვის სადილი მზადდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ელისაბედ მეორემ სასახლე შეწუხებულმა დატოვა. მონარქის რეზიდენციაში თაგვების გასანადგურებლად სპეციალური ჯგუფები მივიდნენ. 

ცნობილია, რომ ვირთხები და თაგვები ლონდონში დიდი პრობლემაა. ძირითადად მღრღნელების სიმრავლეა ქალაქის ძველ კვარტლებში.

გამოცემა წერს, რომ გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია ლონდონში ვირთხა მუტანტების არსებობის შესახებ, რომლებზეც შხამი არ მოქმედებდა.