არქეოლოგებმა ჯვარცმული ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს

200

ბრიტანელმა არქეოლოგებმა 2017 წელს, კემბრიჯშირის საგრაფოს სოფელ ფენსტანტონში აღმოჩენილი ადამიანის ნეშტი შეისწავლეს და მათი დასკვნით, მამაკაცი ჯვარცმით მოკლეს. საუბარია ადამიანის ჩონჩხზე, რომლის სიმაღლეც 170 სმ, ხოლო ასაკი 25-35 წელი იყო. მის კოჭში რკინის ლურსმანი იყო შერჭობილი.

კვლევების თანახმად, მამაკაცი ჩვენი წელთაღრიცხვით 130–337წწ. დაიღუპა, როდესაც ინგლისის ტერიტორიას რომის იმპერია განაგებდა.

ნეშტთან ასევე ნაპოვნია ხის კონტრუქციის ფრაგმენტები.

“პირველად მოხდა, რომ არქეოლოგიური გათხრებისას ჯვარცმის მტკიცებულება ვიპოვეთ”, – აცხადებს ექსპედიციის ხელმძღვანელი დევიდ ინჰემი.