აშშ–ში ორუელის “1984”–ის ფემინისტური ვერსია გამოიცემა

222

2023 წელს ამერიკის შეერთვბულ შტატებში ჯორჯ ორუელის რომან–ანტიუტოპიის ფემინისტურ ვერსიას გამოსცემენ.

ავტორის მემკვიდრეებმა მოიწონეს “1984”–ის ახალი ვერსიის გამოცემა და ქალი პერსონაჟის, ჯულიას პოზიციიდან ისტორიის წარმოჩენა.

წიგნს “ჯულია” ამერიკელი მწერალი სანდრა ნიუმანი დაწერს. ორუელის ოჯახის განმარტებით, მათ დიდხანს მოუწიათ შესაბამისი ავტორის ძებნა.

“მას მხოლოდ მაშინ შეჰქონდა ეჭვი პარტიის სწავლებაში, როდესაც ის მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ხშირად მზად იყო მიეღო ოფიციალური მითოლოგია მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლესა და ტყუილს შორის განსხვავება მნიშვნელოვნად არ ეჩვენებოდა”, – წერია რომანის აღწერილობაში.

გამომცემლობის აზრით, ჯულია “ოკეანიის იდეალური მოაქალაქეა”, რომლის სამყაროც ინგრევა უინსტონთან შეხვედრის შემდეგ.