Pantone-მ 2022 წლის მთავარი ფერი დაასახელა

104

2022 წლის მთავარი ფერი ცნობილია. Pantone-ს ფერების ინსტიტუტის პრეზიდენტის თქმით, ეს არის „Very Peri“, რომელიც მომავლის, მხიარულების, უზრუნველობისა და კრეატიული სულის სიმბოლოა. ახალი ფერის შესაქმნელად ცისფერი და წითელი ფერები გამოიყენეს. ფერის შექმნის ინსპირაცია პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები და ასევე სოციალური პრობლემები გახდა.