ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა სპილბერგის ახალი ფილმი LGBTQ პერსონაჟის გამო აკრძალეს

121

საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ყატარმა, ბაჰრეინმა, ომანმა და ქუვეითმა დისნეის უახლესი ადაპტაცია West Side Story – აკრძალეს, რომლის რეჟისორიც სტივენ სპილბერგია.

Variety -ს ცნობით დისნეიმ ცენზურა ვერ გაიარა და ფილმს გამოსვლის სერტიფიკატს არ აძლევენ, რადგან მისი ერთ-ერთი პერსონაჟი ტრანსგენდერია.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ცენზორებმა ფილმი ტრანსგენდერის როლის გამო უარყვეს, რომელსაც არაბინარული იდენტობის მქონე მსახიობი, აირის მენასი ასრულებს. ამ რეგიონებში ლგბტქ შინაარსის პროდუქტი რეგულარულად იკრძალება. ბოლო პერიოდში მარველის Eternals აიკრძალა, რომელშიც ქვიარ წყვილი მონაწილეობს.

West Side Story 10 ნოემბერს გამოვიდა. ფილმში მონაწილეობენ: რეიჩელ ზეგლერი, ანსელ ელგორტი, არიან დებოზი, დევიდ ალვარესი, მიკა ფაისტი, რიტა მორენო და სხვები. საქართველოს კინოთეატრებში ფილმის პრემიერა 9 დეკემბერს შედგება.