ადელს სოციალური ქსელებით სარგებლობას მენეჯერები უკრძალავენ

159

როგორც ადელმა ერთ–ერთ შოუში განაცხადა, მას სოციალური ქსელებით სარგებლობას საკუთარი მენეჯერები უკრძალავენ.

“ეშინიათ, რომ რაიმე ისეთს გამოვაქვეყნებ, რაც არასათანადო იქნება”, – აცხადებს მომღერალი.

მუსიკოსის განმარტებით, პანდემიის დროს მას პოსტის დადების უფლება მხოლოდ ერთხელ მისცეს და გამოქვეყნებულმა სურათმა სკანდალი გამოიწვია.

“გამოვაქვეყნე ყველასთვის უკვე ცნობილი სურათი, ეს ერთადერთი ფოტოა, რომელიც ოდესმე გამომიქვეყნებია. ამის შემდეგ ქსელებით სარგებლობა კვლავ ამიკრძალეს”, – ამბობს ადელი.