Forbes ყველაზე გავლენიანი ქალების სიას აქვეყნებს

198

Forbes-მა წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. რეიტინგის სათავეში მაკკენზი სკოტი მოხვდა – ის ფილანტროპი, მწერალი და Amazon-ის დამფუძნებლის ყოფილი მეუღლეა. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ სიაში პირველი ადგილი პირველად შეიცვალა – აქამდე მას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებდა. 2021 წელს პოსტთან ერთად მერკელმა Forbes-ის რეიტინგიც დატოვა.

მეორე ადგილი აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტს კამალა ჰარისს ერგო, ხოლო მესამე პოზიციას ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი იკავებს.

რეიტინგში ასევე არიან ოპრა უინფრი, რიანა, ტეილორ სვიფტი, რიზ უიზერსპუნი და დედოფალი ელისაბედ მეორე.