„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2021“ 8 დეკემბერს დასრულდება

282

„თბილისის ბაროკო ფესტივალი 2021“ დასასრულს მიუახლოვდა და 8 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება. მუსიკალურ საღამოზე ანტონიო ვივალდის, კლაუდიო მონტევერდისა და გეორგ ფილიპ ტელემანის ნაწარმოებები შესრულდება.