პრინცი ჰარი ხალხს მოუწოდებს მიატოვონ სამსახური, რომელსაც ხალისი არ მოაქვს

124

ამერიკულ ჟურნალ Fast Company-სთან ინტერვიუში პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში ბევრმა სამსახური დაკარგა, თუმცა ეს ცუდი სულაც არაა.

“მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი გაიჭედა სამსახურში, რომელსაც არაფერი სასიხარულო არ მოაქვს. ახლა კი, სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ისინი თავიანთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ბედნიერებას პირველ ადგილზე დააყენებენ. შემიძლია მივულოცო”, – განაცხადა პრინცმა.