ჟოზეფინა ბეიკერის ნეშტი პარიზის პანთეონში გადაასვენეს

300

ჟოზეფინა ბეიკერი პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელიც ფრანგულ პანთეონში იქნება დაკრძალული. აშშ–ში დაბადებულმა ბეიკერმა საფრანგეთის მოქალაქეობა 1937 წელს მიიღო, როცა აშშ–ში არსებული რასობრივი სეგრეგაციის გამო, საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჟოზეფინა ბეიკერი “წინააღმდეგობას” ეხმარებოდა, აგროვებდა ჯაშუშურ ინფორმაციას, რის გამოც მან რამდენიმე სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის საპატიო ლეგიონის ორდენიც მიიღო.

ომის დასრულების შემდეგ ბეიკერი აქტიურად ებრძოდა რასიზმს – მან სხვადასხვა კანის ფერის მქონე 12 ბავშვი იშვილა.

გადასვენების ცერემონიაში მონაწილეობდა რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი.

“ჩემი საფრანგეთი – ჟოზეფინაა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.