თბილისში TBILISI METRO FEST გაიხსნა

298

7 და 8 დეკემბერს, პირველად, დედაქალაქის მეტრო გალერეად გადაიქცევა. აღნიშნულ დღეებში მგზავრებს სხვადასხვა ტიპის გამოფენების და ინსტალაციების დათვალიერება შეეძლებათ.

ფესტივალი სამ მეტროსადგურს მოიცავს – ესაა მარჯანიშვილი, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი. ფესტივალი 6 დეკემბერს გაიხსნა და 8 დეკემბრის 00:00 საათამდე გასტანს.

პროექტში 15 თანამედროვე ქართველი და უცხოელი არტისტი მონაწილეობს: ლევან ამაშუკელი, ნინო ბოსიკაშვილი, თინა ჩერტოვა, Gagosh, ირაკლი (მორე) ლიტვინენკო, მარიამ კაჭარავა, ნიკა ქუთელია, ელენ გლაზოვა, Masholand, BIIMO, მაკა ზედელაშვილი, გიორგი ცქვიტინიძე, NINVELI, ნინო ხუნდაძე და SARI KIMORO CLAN.

პროექტის ორგანიზატორია ArtUp – Street Gallery თბილისის მერიის და თბილისის

სატრანსპორტო კომპანიის მხარდაჭერით.