თბილისში პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება

162

11-12 დეკემბერს, ექსპო ჯორჯიაში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, თბილისის პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება.

თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელიც „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსდა. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფასდაკლებით გასაყიდად, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურას გამოიტანენ.

ფესტივალის მსვლელობისას ბავშვები სხვდასხვა აქტივობით გაერთობიან, მაგალითად ჩატარდება ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა და სხვა გასართობი ღონისძიებები. ასევე, მათ ზღაპრების პერსონაჟებად გადაცმული მსახიობები ზღაპრებს მოუყვებიან. ორივე დღის განმავლობაში დიდ ეკრანზე ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება. ასევე, 12 დეკემბერს საბავშვო წიგნის ფესტივალის ფარგლებში საბავშვო ლიტერატურული კონკურსის, „ნაკადულის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.