25 წლის ინგლისელი მსახიობი ტომ ჰოლანდი ასაკის მიუხედავად უკვე ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავთა რიცხვს მიეკუთვნება. ინდუსტრიაში რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის შემდეგ შემსრულებელმა სახალხო აღიარება მარველის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერგმირის – ადამიანი-ობობას როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია კინოს ისტორიაში, რომელმაც მარველის კომიქსის ეკრანიზაციაში ადამიანი-ობობას როლი მოირგო.
მალე ეკრანებზე მისი ახალი ფილმი Spider-Man: No Way Home გამოვა, რომელსაც კრიტიკოსები უკვე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.



