სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის 136-ე სეზონი დღეს პრემიერით გაიხსნება

225

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი 136-ე სეზონს პრემიერით ხსნის. 6, 7, 17, 18 დეკემბერს სოხუმის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლის „სტუმარი“ (ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით) პრემიერა. „სპექტაკლში მონაწილეობენ: ბადრი ბეგალიშვილი, ნათია ბუნტური, მერაბ ყოლბაია, გიორგი ყორღანაშვილი, ნათია ჩიკვილაძე, ნიკოლოზ წერედიანი, ლილი ხურითი. სპექტაკლის ხანგრძლივობა 90 წუთია (შესვენების გარეშე). ჟანრი: დეტექტივი. ცნობილია რომ პიესის გადმოქართულებული ვერსიის ავტორი ლაშა იმედაშვილია, ხოლო დამდგმელი რეჟისორი – დავით საყვარელიძე, რეჟისორის თანაშემწე სვეტლანა გოგოხია.