თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

124

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. ჩვენებები 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალს ლევან კოღუაშვილის ახალ ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ გახსნის. ჩვენებები კინოთეატრ „ამირანში“ და „საქართველოს ეროვნული არქივის“ კინოდარბაზში გაიმართება. ფესტივალის საზეიმო დახურვა კინოთეატრ “ამირანში” შედგება.