ბელა ჰადიდი კვლავ Victoria’s Secret-ის მოდელი გახდება

249

მოდელი ბელა ჰადიდი, რომელმაც Victoria’s Secret-ისგუნდი, რებრენდინგამდე ერთი წლით ადრე დატოვა, კვლავ ბრუნდება კომპანიაში. გავრცელებული ცნობით ბელასთან მოლაპარაკებები წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა და საბოლოოდ ის Victoria’s Secret-ის მოდელი გახდება. ცნობისთვის, ჰადიდმა Victoria’s Secret-თან პირველად 2016 წელს ითანამშრომლა. ის რამდენიმე შოუზეც გამოვიდა. მოგვიანებით კი კომპანია, ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელების „შეუფერებელი ქცევის“ გამო დატოვა.