მეცნიერებმა გაიგეს თუ რით იკვებებოდნენ სტოუნჰენჯის მშენებლები

115

არქეოლოგები ბოლო კვლევების საფუძველზე ცდილობენ დაადგინონ, თუ რით იკვებებოდნენ სტოუნჰენჯის მშენებლები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500–იან წლებში მიმდინარე მშენებლობაზე მომუშავე ხალხი დარინგტონ–უოლსის დასახლებაში ცხოვრობდნენ. მეცნიერებმა ამ ტერიტორიაზე იპოვეს თხილისა და ხილის შეგროვების კვალი. ასევე, დადასტურდა, რომ იქ მცხოვრებმა ხალხმა იცოდა ხორბლის, თხილისა და რკოს ფქვილისგან ცომის დამზადება.

არქეოლოგების განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი თვე დეკემბერი იყო, როდესაც ხალხს ამ ადგილებში შოტლანდიის სხვადასხვა მხარიდან ძროხები და ღორები მოჰყავდათ, რათა ერთმანეთს გამასპინძლებოდნენ.

მეცნიერების მოსაზრებით, შესაძლოა იმ პერიოდში უკვე ყოფილიყო საზეიმო ხორციანი ღვეზელების ცხობის ტექნოლოგიაც.