HBO-მ “სამეფო კარის თამაშების” სპინ–ოფზე უარი თქვა

229

ტელეარხმა HBo სერიალ “სამეფო კარის თამაშების” პირველი სპინ–ოფის გადაღებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც საპილოტე ეპიზოდზე რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დახარჯა.

დეტალები ჟურნალისტ ჯეიმს ენდრიუ მილერის წიგნში “Tinderbox” არის გადმოცემული. ავტორის თქმით, მას ყველაფერი WarnerMedia Entertainment-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა რობერტ გრინბლატმა უამბო.

“მათ 30 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს. თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე თვეში მე ვნახე შოუს ნაწილი და ვუთხარი არხის პროგრამულ დირექტორს, კეისი ბლოისს, რომ არაფერი გამოვა, ეს არ შეესაბამება სერიალის ხარისხს. ის კი დამეთანხმა”, – თქვა გრინბლატმა.