ელენე ნავერიანის ფილმი Image+Nation–ის გამარჯვებული გახდა

164

Image+Nation ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალია, რომლის ფოკუსშიც LGBTQ+ თემი და მათი ცხოვრებაა მოქცეული. ფესტივალი პირველად 1987 წელს ჩატარდა და მას შემდეგ არ წყვეტს საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას ქვიარ ადამიენების შესახებ. ამჯერად მისი გამარჯვებული, ორ ნომინაციაში, რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმი „სველი ქვიშა“ გახდა. ბებე სესიტაშვილი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს, მეორე ჯილდო კი ფილმის რეჟისორს, ელენე ნავერიანს გადასცეს. ეს ფილმის მსოფლიო ასპარეზზე პირველი წარმატება ნამდვილად არ იყო. როგორც იცით ზაფხულში ლოკარნოში გამართული ჩვენების შედეგად საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შესრულებისთვის ქართველი მსახიობი გია აგუმავა დაასახელეს.