Apple Music Awards-ის გამარჯვებულებში The Weeknd დასახელდა

231

კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, აბელ ტესფაიე, სასცენო სახელით ცნობილია როგორც The Weeknd.

მის შემოქმედებაში იგრძნობა განსხვავებული რიტმი და სტილი რითიც წლების განმავლობაში შეაყვარა მსმენელს თავი.

2021 წელი კარიერული თვალსაზრისით აბელის შემოქმედებაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სიმღერა Blinding Lights გახდა Spotify-ის ისტორიაში პირველი ნამუშევარი, რომელიც მთელიწლის განმავლობაში გლობალური ჩარტების ტოპ ათეულში იყო.

აბელმა Billboard Music Awards-ზე წლის Top არტისტის ჯილდო მიიღო, ამჯერად კი Apple Music Awards-ის გამარჯვებულებს შორისაა.

გავრცელებული ინფორმაციით Apple Music Awards-ის დაჯილდოება 7 დეკემბერს გაიმართება.