თელ–ავივი ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად დასახელდა

209

როგორც ბრიტანული პრესა წერს, Economist Intelligence Unit–ის (EIU) მიერ ჩატარდებულმა კვლევებმა ცხადჰყო, თელ–ავივი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია.

“თელ–ავივმა პირველად მოიპოვა რეიტინგში პირველობა, 2020 წელს ის მეხუთე ადგილს იკავებდა. ცვლილების მიზეზი ისრაელის ვალუტის გამყარებაზე მიგვითითებს”, – წერია დასკვნაში.

მეორე ადგილზე პარიზი გავიდა, რომელიც აქამდე რეიტინგის გამარჯვებული იყო. მესამე ადგილი სინგაპურს ხვდა წილად, მეოთხე – ციურიხს, მეხუთე ჰონგ–კონგს.

ათეულში ასევე არიან ნიუ–იორკი, ჟენევა, კოპენჰაგენი, ლოს–ანჯელესი და ოსაკა.

ყველაზე მეტად პოზიციები რომმა დათმო – ის მე–16 ადგილიდან 48–ემდე ჩამოვიდა.