La casa de papel-ის კორეულ ვერსიას იღებენ

173

სერიალ „ქაღალდის სახლის“ კორეულ ვერსიას გადაიღებენ. ამაზე თანხმობა კრიმინალური დრამის შემქმნელმა ალექს პინამ უკვე განაცხადა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცნობილი სერიალის კორეულ ვერსიაში ბერლინის როლს კიდევ უფრო ცნობილი სერიალი „კალმარის თამაშის“ ერთ-ერთი გმირი ჩო სანგ-ვუ-ს როლის შემსრულებელი ითამაშებს.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ალექს პინას მიერ შემქნილი ქაღალდის სახლის კორეულად ადაპტირებულ ვერსიას ვიხილავდით, ჯერ მხოლოდ ერთი ქასთინგი გაიმართა. ამიტომ სხვა მსახიობების შესახებ ინფორმაცია ჯერ გავრცელებული არ არის.

რაც შეეხება ქაღალდის სახლის ორიგინალ ვერსიას, მის ბოლო ეპიზოდებს 3 დეკემბერს ვიხილავთ.