ესთერ და გრეის პიტიურიშვილების პერსონალური გამოფენა გაიმართება

191

თამაშ-თამაშით შექმნილი ნამუშევრები რომელიც 6 წლის ტყუპებს ესთერ და გრეის პიტიურიშვილებს ეკუთვნით ძირითადად ტილო, ქაღალდში, მუყაოში, მელანში, ფანქრებში, ფლომასტერებშო, აკრილში, ზეთებში და აკვარელშია შესრულებული.

ტყუპებს საკუთარი სახელოსნო სივრცე Esther and Grace აქვთ, სადაც საკუთარ ემოციებს ნახატებად გარდაქმნიან. პერსონალური გამოფენა გიწვევთ ესთერის და გრეისის სამყაროში,რომელიც აუცილებლად ბავშვობაში დაგაბრუნებთ. გამოფენის სათაური „ბულა კანი“ ტყუპების ბავშვობის საიდუმლო სიტყვებიდან ერთერთია, რომლებსაც ისინი 3-4 წლის ასაკში ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს იყენებდნენ. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის მათი ნამუშევრებიც, რომლის პრეზენტაციაც „არტ გალერეა ვაკეში“ 3, 4 და 5 დეკემბერს გაიმართება.

No description available.