მწერალმა ბოდიში მოუხადა მამაკაცს, რომელსაც ბრალი გაუპატიურებაში დასდო

243

ამერიკელმა მწერალმა ელის სიბოლდმა საჯაროდ მოუხადა ბოდიში მამაკაცს, რომელმაც 16 წლიანი პატიმრობა გაუპატიურებაში ბრალდების გამო მოიხადა.

სიბოლდი 1981 წელს, სირაკუზის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გააუპატიურეს. ინციდენტიდან რამდენიმე თვეში მან ქუჩაში ენტონი ბროდუოტერი დაინახა, რომელშიც მისივე თქმით, მოძალადე ამოიცნო. 1982 წელს მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა, ხოლო 2021 წელს ნიუ–იორკის შტატის სასამართლომ საქმის გადახედვისას ბროდუოტერი უდანაშაულოდ ცნო.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. 1982 წელს ჩემი მიზანი სამართლიანობის აღდგენა იყო და არა უსამართლობის წახალისება”, – წერს სიბოლდი საკუთარ ბლოგში.