ჯორჯო არმანიმ იტალიის უმაღლესი ჯილდო მიიღო

205

დიზაინერი ჯორჯო არმანი იტალიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი, დიდი საოფიცრო ჯვრის კავალერი გახდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საკუთარ რეზიდენციაში პალაცო დელ კვირინალეში გადასცა არმანის საპატიო ორდენი.

“ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯილდო იმის გამო, თუ ვინ გადმომცემს მას. ჩვენი პრეზიდენტი ძალიან ღია და კეთილი ადამიანია. ვამაყობ იმით, რომ წარმოვადგენ იტალიას მსოფლიოში”, – აცხადებს ჯორჯო არმანი.