მერილინ მენსონის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

206

ცნობილი ამერიკელი შემსრულებლის მერილინ მენსოსნის საცხოვრებელ სახლში, სექსუალური ძალადობის შესახებ საქმის გამო ჩხრეკა ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მონაცემთა შესანახი მოწყობილობები, მათ შორის მყარი დისკები ამოიღო.

აღსანიშნავია, რომ ჩხრეკის დროს თავად მენსონი სახლში არ იმყოფებოდა.