კანიე უესტი კიმ კარდაშიანს საჯაროდ მიმართავს

216

უკვე რამდენიმე თვეა რაც ცნობილი ტელე შუს Keeping up with kardashians-ის მთავარი გმირი კიმ კარდაშიანი და ამერიკელი რეპერი კანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ. მათ ამ თემაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ თუმცა ინტერვიუებში ადასტურებდნენ ამ სიახლეს.

ამერიკელი რეპერისგან დაშორების შემდეგ ყველას გაუკვირდა როდესაც მან ინსტაგრამზე TMZ-ის გამოქვეყნებული პოსტი გადააზიარა და ყოფილი მეუღლე კიმ კარდაშიანი მონიშნა.

“ჩვენ დავუშვით შეცდომები, პირადად მეც დავუშვი შეცდომები, ვაკეთებდი ისეთ რაღაცებს, რაც მეუღლისთვის შეუფერებელი იყო, თუმცა დღეს მე ვარ აქ და ვცდილობ შევცვალო ნარატივი, ღმერთი მე და კიმს აუცილებლად შეგვარიგებს.”

ამაზე კიმის პასუხი და ის თუ რამდენად მართლა აპირებს წყვილი შერიგებას, ჯერჯერობით უცნობია.