პრინც ჩარლზი პრინც ჰარის შვილების კანის ფერით ინტერესდებოდა

260

ბრიტანეთის დედოფლის უფროსი ვაჟი პრინცი ჩარლზი, საკუთარი შვილიშვილების, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის მომავალი შვილების კანის ფერით ინტერესდებოდა. ამის შესახებ კრისტოფერ ანდერსონის წიგნში “ძმები და ცოლები: უილიამის, ქეითის, ჰარისა და მეგანის პირად ცხოვრებაში” წერია.

ავტორი ამტკიცებს, რომ პრინცი ჩარლზი თავის ცოლს, კამილას ეკითხებოდა თუ როგორები იქნებოდნენ მისი შვილიშვილები და აკონკრეტებდა, რომ “მას მათი კანის ფერი აინტერესებს”.

სამეფო ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარის თანახმად, მოცემული ინფორმაცია ავტორის ფანტაზიის ნაყოფია.