ამერიკელი R&B მომღერალი არი ლენოქსი საკუთარ Twitter გვერდზე წერს, რომ ის ამსტერდამში სხიპჰოლის აეროპორტში დააკავეს. მუსიკოსი ავიაკომპანია KLM-ის თანამშრომლებს რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.
“ამსტერდამში დამაკავეს იმის გამო, რომ ჩემს მიმართ გამოთქმულ რასობრივად დისკრიმინაციულ განცხადებას ვუპასუხე”, – წერს მომღერალი.
ნიდერლანდების პოლიციის განცხადებით, ამერიკის მოქალაქე აგრესიული ქცევის გამო დააკავეს.
I’m being arrested in Amsterdam for reacting to a woman racially profiling me
— Ari Lennox (@AriLennox) November 29, 2021