ვირჯილ აბლო გარდაიცვალა

210

დიზაინერი, Louis Vuitton-ის მამაკაცების ხაზის კრეატიული დირექტორი ვირჯილ აბლო გარდაიცვალა.

აბლო 41 წლის იყო, 2019 წლიდან კი ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.

დიზაინერმა Off-White 2013 წელს დააარსა, ხოლო 2018 წელს Louis Vuitton-ის გუნდს შეუერთდა. ჟურნალმა Time აბლო მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ხალხის ასეულში დაასახელა.